სად წყდება ბიზნესის ბედი და რას უდრის პრობლემას + შესაძლებლობა
ეს საინტერესოა - 20:59, 08 Jun, 2015     1000
„თუ რაიმეს არ ვაკეთებთ ან ვერ ვაკეთებთ, თუ ჩვენი ცხვორება ისეთი არ არის, როგორიც გვინდა იყოს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ საბოლოო შედეგის გვეშინია“- წერს წარმატების ექსპერტი თამარ საგინაშვილი და კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევის მეთოდზე საუბრობს.

თამარ საგინაშვილი:

რატომ მაინცდამაინც ბიზნესის?

იმიტომ, რომ ადამიანს სრული ბედნიერებისთვის სჭირდება ჰარმონია ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ბიზნესსა თუ იმ საქმიანობაში, რასაც ის ეწევა.


იმიტომ, რომ ბოლო დროს მხოლოდ ეს მესმის - ვიღაცას ბიზნესის დაწყება უნდა და ვერ იწყებს; სხვას აქვს და ვერ უვლის; კიდევ სხვას უკვე აღარ აქვს:))))

ერთმა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც პრომო-სესია გაიარა ჩემთან, მითხრა: ძალიან მადლობელი ვარ, დიდი ხნის პრობლემა და ტვირთი მოვიშორე ამ ერთ საათში და აუცილებლად მოვიყვან ჩემს დას და მეგობარს, რომლებსაც ეს სჭირდებათ, მე კი ახლა საკუთარი თავისთვის არ მცალია, ბიზნესში მაქვს პრობლემები და სჯობს იმას მივხედოო.

სწორედ ამ შემთხვევამ მაფიქრებინა ამ პოსტის დაწერა.

ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში, მათ შორის ბიზნესიც ერთი მთლიანის ნაწილია.

ბიზნესს ქმნის ადამიანი. და მე ვსაუბრობ არა ბიზნეზე, მისი ჩვეულებრივი გაგებით, არამედ მის უჩინარ მხარეზე.

როცა ახალი ადამიანი მოდის ჩემთან და მეკითხება, რას მირჩევთ, ჯერ კოუჩინგზე მოვიდე თქვენთან ( ანუ გავხსნა საკუთარი შესაძლებლობები) თუ ჯერ ტრენინგებს დავესწროო ( ანუ მივიღო მძლავრი მოტივაცია და აუცილებელი ცოდნა), სრულიად გულწრფლად ვპასუხობ, რომ ეს ორი მიმართულება არც გამორიცხავს ერთმანეთს და არც პირველ-მეორეობის დადგენაა ადვილი. ისინი უბრალოდ ავსებენ ერთმანეთს.

ჩემს მსმენელებსაც, კოუჩ-ჯგუფში ვინც არიან, არაერთხელ აღუნიშნავთ, როგორ ეტყობა, ვისაც ტრენინგები არ გაუვლია, უფრო უჭირთ შედეგის მიღებაო.

ეს ყველას არ ეხება, ცხადია, მაგრამ იმ ადამიანს, რომლის მაგალითითაც დავიწყე ამ პოსტის წერა, რომ სცოდნოდა, როგორ არის სამყარო მოწყობილი, რომ ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად, სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირში და ურთიერთქმედებაშია, არ მოუვიდოდა აზრად საკუთარი და ბიზნესის პრობლემები გაეყო, არც ასეთ უნიკალურ შანსს გაუშვებდა ხელიდან და საკუთარ თავსაც დაეხმარებოდა და ბიზნესსაც.

თუ ჩვენ რაიმეს ვერ ვხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც არ არსებობს. სამყარო აისბერგს გავს. მთავარი მოვლენები ბევრად უფრო ძლიერ და მოცულობითაც უფრო დიდ "ფრონტზე" - უხილავ სამყაროში ხდება.

როგორც ყველაფერ სხვას, ბიზნესსაც აქვს უხილავი მხარე და ეს უხილავი მხარე იმავე გრძედზე და განედზე მდებარეობს, სადაც ჩვენი პირადი უხილავი მხარე.



ბიზნესი - ადამიანით იწყება და ადამიანითვე მთავრდება. თუ ბიზნესში პრობლემებია, ეს უპირველეს ყოვლისა მისი მფლობელების და მმართველების შინაგანი პრობლემებია ( და არავითარ შემთხვევაში ქვედა რგოლის, ვისაც ჩვენ იზიდავთ, ისინი მოდიან ჩვენს ბიზნესში, ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში - კანონები ყველგან ერთნაირად მოქმედებს). ამის აღიარება ბევრს არ სურს და ყველაფერს გარეშე პირობებს აბრალებენ, ან თანამშრომლებს, ამ კონკურენტებს, ან რაიმე სხვას...

თუმცა, ის რომ ჩვენ რაღაცას უარვყოფთ, ფაქტის მნიშვნელოვნებას არანაირად არ ამცირებს.

რასაკვირველია, გარეშე ფაქტორები არსებობს და ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული ამ გარეშე ფაქტორებზე რეაგირების მექანიზმი. ფაქტია, რომ ყველა კრიზისის დროს ზოგი პანიკაში ვარდება, ზოგი - ახალ იდეებს და ახალ გზებს ეძებს, ზოგი - კოტრდება, ზოგი კი აღმავლობის გზას ადგება.

ჩემს მსმენელებს შორის ბევრი არა, მაგრამ არიან ისინიც, ვისაც ბიზნესი აქვს. მათ ამ კრიზისის დროს კრიზისმედეგობა გამოიჩინეს: ერთ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად, წარმოუდგენლად გაიზარდა გაყიდვები, მეორე შემთხვევაში - ადამიანი დაქირავებული თანამშრომლიდან მცირე ბიზნესის მფლობელად იქცა, მესამემ - ორ თვეში სამი ახალი ობიექტი გახსნა, მეოთხემ კი ასევე გაზარდა გაყიდვები... და ასე შემდეგ.

სახელებს და გვარებს არ ვასახელებ იმიტომ, რომ ამ პოსტის დაწერა უეცრად მომივიდა აზრად და მათთვის ნებართვა არ მითხოვია, რომ მომეყოლა მათი ისტორიები. მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს დღეებში ისინი თვითონ დაწერენ თავის ისტორიას და აქ, ჩემს ბლოგზე მათ გამოვაქვეყნებ.


ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით შეძლეს, ანუ ისინი მუშაობდნენ სწორედ იმ უხილავ სამყაროში, სადაც სინამდვილეში იქმნება ყველაფერი - საკუთარ თავში და მერე ანხორციელებდნენ ცვლილებებს ცხოვრებაში.

ამქვეყნად ყველაფერი ორჯერ იქმნება - ერთხელ ჩვენში და შემდეგ - ხილულ სამყაროში.

სხვათა შორის, თურმე ჩინურად კრიზისი ცალკე სიტყვა არ არის. ის შედგება ორი ნაწილისგან: პრობლემა და შესაძლებლობა!

თუ რაიმეს არ ვაკეთებთ ან ვერ ვაკეთებთ, თუ ჩვენი ცხვორება ისეთი არ არის, როგორიც გვინდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესია ეს თუ პირადი ცხოვრება, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ საბოლოო შედეგის გვეშინია. შეიძლება ამას ვერ ვხვდებოდეთ, ან არ გვინდოდეს რომ მივხვდეთ, ან არ გვინდა თვალი გავუსწოროთ, მაგრამ თუ სრულიად პატიოსნად გავაანალიზებთ ყველაფერს, მაინც რა მიშლის ხელს, მაინც რას ვერიდები, მაინც რატომ არ ვაკეთებ ამას, მივხვდებით, რომ ჩვენ გვეშინია საბოლოო შედეგის.

და რაც ყველაზე პარადოქსულია, რომ არა ჩვენი შიში, ის, რისიც გვეშინია, არასოდეს მოხდებოდა.

მაგრამ რადგანაც შიშს დიდი თვალები და საოცარი მაგნეტიზმის ძალა აქვს, ცხადია, რომ თუ მაინც გავაკეთებთ იმას, რისიც გვეშინია, შესაბამისად სწორედ იმ შედეგს მივიღებთ, რასაც გავურბივართ..

ამიტომ, თუ რამის გაკეთება გვიჭირს, გვეშინია, ვერ ვწყვეტთ, ჯერ შიშის რეალური მიზეზი უნდა ვიპოვოთ, შევცვალოთ, და შემდეგ გავაგრძელო გზა. სწორედ ამას ვაკეთებთ ჯგუფური და ინდივიდუალური კოუჩინგის დახმარებით.

მე არ ვამბობ, რომ ის, რაც ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში, კარგია. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრი რამის შეცვლა, გამოსწორება, სხვაგვარად წარმართვა შეგვიძლია, თუ გარეთ შექმნილ პრობლემას კაპიტულაციას კი არ გამოვუცხადებთ, არამედ მივიღებთ, როგორ ახალ გამოწვევას, ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას, ახალ საფეხურზე ასვლის წინაპირობას.

შემდეგ კი რასაკვირველია, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ის, რაც გვაქვს შესაცვლელი, რაც გვაქვს გასაძლიერებელი, რაც გვაქვს "გასაშვები" იმისთვის, რომ ეს პრობლემა შესაძლებლობად აქციოთ.

მე დიდი ხანია კოუჩინგში ვმუშაობ. ძირითადად, თვითშეფასებით ვიწყებ ხოლმე. მაგრამ ახლა გადავწყვიტე ფინანსურ თვითშეფასებაზე გავამახვილო ყურადღება, ვფიქრობ, ეს სწორედ ის არის, რაც ძალიან დაეხმარება ადამიანებს.

ვისთვისაც ეს თემა საინტერესოა, შეგიძლიათ ინფორმაციას ამ გვერდზე გაეცნოთ, მე კი განვაგრძობ.

http://tamarsaginashvili.com/?p=1712

ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ოდესმე შექმნილა ჩვენს ცხოვრებაში, არის ნეიტრალური. ის არც კარგია, და არც ცუდი. ამ თვისებებს ის მხოლოდ მას შემდეგ იძენს, როცა ჩვენ მას შეფასებას მივცემთ.

სრულიად ვეთნახმები მოსაზრებას, რომ ექსტრემალურ ვითარებაში იხსნება ჩვენი შესაძლებლობების ის გამოუყენებელი მარაგი, რომელიც მთლიანის უდიდეს ნაწილს შეადგენს. როგორც ამბობენ ჩვენ ჩვენი შესძლებლობების მხოლოდ 15-20 პროცენტს ვიყენებთ. ვინ გამოთვალა, არ ვიცი, მაგრამ ალბათ დაახლოებით ასე იქნება.:))

და როდის იწყებენ ადამიანები სერიოზულ ძვრებს შემოსავლების თვალსაზრისით?

როცა მათი ფინასები ნოლზე კი არა, უკვე მინუსშუა, როცა დასაკარგი აღარაფერი აქვთ.

კრიზისი კი ზუსტად ამას აკეთებს - გვაგდებს კომფორტის ზონიდან, ამ მდგომარეობას ხელოვნურად ვერ შექმნი.და თუ ადამიანი ამ პროცესს შინაგანად მომზადებული შეხვდება, დაძლევს შიშს და საკუთარ ძალებს დაიჯერებს, მას საოცრებების მოხდენა შეუძლია კრიზისის პირობებშიც კი.გისურვებთ ყველა კრიზისიდან გამარჯვებულად გამოსვლას.

სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით

თამარ საგინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42