ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა გიოგი ოქროპირიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
ცოტა ხნის წინ პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა. ბრალდებულის ადვოკატი წინასწარ დადგმულ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ „პროკურატურას იაფფასიან ტრიუკებს არავინ დაუჯერებს“.
სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 2 სექტემბერს მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული. მას აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რომლის ვადა 12 ივნისს უმთავრდება. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გონივრულ ვადაში ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს. მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






