ოზურგეთის სახანძრო სამსახურის თანამშრომელი, ბექა თავდიშვილი, ამავე სამსახურის ხელმძღვანელობამ, დღეს დაითხოვა.
როგორც თავდიშვილის ადვოკატი, კახა ჩავლეშვილი "გურიის მოამბესთან" საუბარში აცხადებს, თავდიშვილი დღეს დაიბარეს სამსახურის ხელმძღვანელობამ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
ცნობისათვის, ოზურგეთის რაიონული სასამართლო განიხილავს საქმეს, სადაც პოლიცია ბექა თავდიშვილს ხულიგნობაში სდებს ბრალს და მის ადმინისტრაციული წესით დასჯას ითხოვს, თავის მხრივ თავდიშვილი ძალადობაში პოლიციას ადანაშაულებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სამსახურის ხელმძღვანელობას, სადაც თავდიშვილი მუშაობს ამ გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, თავდიშვილი 24 მაისს რესტორან „თამარიონში" მომხდარი ფაქტის გამო დაითხოვეს, როცა პოლიციის მტკიცებით მან ხულიგნური საქციელი ჩაიდინა, თავად თავდიშვილმა კი, პოლიციელები რამდენიმე მოქალაქის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






