გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი მათე ხარჭემაძე ციხეში პროვოკაციის მცდელობაზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, რუსთავი #6-ე დაწესებულების თანამშრომლებმა მახარაძის საქმეში ბრალდებულის პროვოცირება სცადეს, შევიდნენ მასთან საკანში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას.
„არსებობს ვარაუდი, რომ მოხდეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება ოქროპირიძის მიმართ, რომ ის არ გათავისუფლდეს 12 ივნისს“, - ამბოს ადვოკატი.
მომხდარის დეტალებზე ოქროპირიძის დედა საუბრობს.
„გიორგი მიმხვდარა, რომ ეს პროვოცირება იყო და ჯიბეში ჩაუყვია ხელი. შეუგინებია ადვოკატების მისამართით, უთქვამს, ეხლა ნახეთ რას მოგიწყობთო და მაისური თავად შემოუხევია. საკანში არის ვიდეოთვალი. სასწრაფოდ მოხდეს დააქრივება და დაისაჯონ დამნაშავეები“, - განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში გვიანობამდე ხმაური იყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. ახალი ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო საქმეზე განაჩენს 12 ივნისამდე არ გამოიტანს, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვეს, რადგან მას ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები






