გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ამ ეტაპზე „დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნება შეუძლებელია.
ამის შესახებ მერკელმა გერმანული გერმანული „არდის“ ეთერში განაცხადა.
„ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში „ჩარევით“ რუსეთი G7-ის ფასეულობების წინააღმდეგ წავიდა. ამიტომ, როგორც დღეს ვხედავთ - რუსეთის დაბრუნება ამჟამად შეუძლებელია“ - განაცხადა კანცლერმა.
შეგახსენებთ, „დიდი რვიანიდან“ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გამო გარიცხეს და ლიდერების შეხვედრის ფორმატი "დიდ შვიდიანად" გარდაიქმნა.
2014 წლის მარტში, ყირიმის მოვლენების გამო აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიისა და კანადის ლიდერები, 1996 წლის შემდეგ პირველად რუსეთის გარეშე შეიკრიბნენ.
ბავარიის ალპებში G7-ის სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნების ლიდერები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებაზეც იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






