აშშ-ის ციხიდან პირველად 150 წლის განმავლობაში ორი პატიმარი გაიქცა.
ნიუ-იორკის პოლიცია ორ პატიმარს ეძებს, რომლებმაც განსაკუთრებულად რეჟიმის ციხიდან გაქცევა მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცებმა ელექტროინსტრუმენტების დახმარებით ციხის კედელი გაარღვიეს და გვირაბით მეშვეობით გაიქცნენ.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 48 წლის რიჩარდ მეტი და 34 წლის დევიდ პოტი კანადის საზღვართან მდებარე „კლინტონის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“ 5 ივნისს საღამოს ან 6 ივნისის გამთენიისას გაიქცნენ.
დაცვის განცხადებით, პატიმრების გაუჩნარების შესახებ დილის შემოწმებისას გაიგეს, როდესაც მათ საკანში მამაკაცების ნაცვლად წარწერა - „ბედნიერ დღეს გისურვებთ!“ დახვდათ.
ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, გაქცეული პატიმრები საშიში დამნაშავეები არიან.
აღსანიშნავია, რომ 1845 წლიდან , აშშ-ის განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცევის პირველი შემთხვევაა
მასალის გამოყენების პირობები






