ერთ-ერთი ვერსიით, უბედური შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში, წვეულების დროს მოხდა, სადაც დევი სირაძე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ წვეულებაზე იმყოფებოდნენ ასევე ლადო ვარძელიშვილი მეუღლესთან ერთად და სხვა პირები.
რამდენიმე ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ერთი ვერსიით, იგი გარდაცვლილის იყო, მეორე ვერსიით კი, ლადო ვარძელაშვილს ეკუთვნოდა და დევი სირაძეს თვალიერების დროს შემთხვევით გაუვარდა. გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე დღის ჩამოსული იყო ბულგარეთიდან. იგი ნიკოლოზ და გიორგი რურუების დეიდაშვილის ქმარია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ უბედური შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გამოძახებული სასწრაფო დახმარება ნუცუბიძის ქუჩაზე მხოლოდ 30 წუთის შემდეგ მივიდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაგვიანება ბრიგადებისა და მანქანების რაოდენობის შემცირებით ახსნეს, რამაც, მათი თქმით, მიზანმიმართული ხასიათი მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






