სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების ზრდას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას მოწვეული ექსპერტი პოლ ჰოლმსი უძღვებოდა. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხები, ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიკაცია, მსხვერპლთან თანამშრომლობა, დანაშაულის პრევენცია, პროაქტიული გამოძიების ჩატარება, მსხვერპლთა დაცვა, დაკითხვის ჩატარების ტექნიკა, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები, რისკის შეფასება, მართვა და ანალიზი, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების მეთოდები და სტანდარტი, ტრეფიკინგის საქმეებზე ფინანსური გამოძიების წარმოება, სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის ძირითადი სტანდარტები, საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის. სწავლების მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო პრაქტიკულ მაგალითებს და მოხდა გამოცდილების გაზიარება.
სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღეს სამართალდამცავებმა საქართველოდან, ყაზახეთიდან და სერბეთიდან. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები






