მამუკა ახვლედიანის თქმით, რადგანი იგი თბილისის ვიცე-მერი იყო და ხელმძღვანელობდა მერიის ადმინისტრაციას, იგი იღებდა გადაწყვეტილებებს და ფლობდა ყველა ინფორმაციას, რომელთა გარეშეც მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
„ამ საქმესთან დაკავშირებით, მე ვარ ძირითადი მოწმე, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციასფლობს. მოსამართლემ მიიღო გაუგებარი გადაწყეტილება, რომელიც ბადებს ბევრ კითხვას, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა ჩემს დაკიტხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილოს,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ასევე აცხადებს, რომ მისი დაკითხვა არც ბრალდების მხარემ ისურვა, რადგან მათ სასურველი ინფორმაციის მიღების იმედი არ ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ „თბილსერვისის“ საქმეზე გამოძიება გიგი უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავასა და კეზერაშვილს ამ საქმეზე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე, თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში ედებათ.
მასალის გამოყენების პირობები






