კობიძის თქმით, გუშინდელი ფაქტით არ შეიძლება ითქვას, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტმა ვერ გაამართლა.
„როდესაც ჩვენ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რამდენად მისაღებია მათი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის, აქ მთავარი პასუხისმგებლობა ენიჭება არა თვითონ ნაფიცმსაჯულებს, არამედ მთავარი პასუხისმგებლობა ენიჭებათ პროცესში მონაწილე მხარეებს. ამ კონკრეტული საქმის მასალებს არ ვიცნობ და გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვი. თუმცა რაში მდგომარეობს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს არსი? აქ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხარეებს, პირველ ყოვლისა ბრალდების მხარეს. ამ შემთხვევაში კრიტიკის საფუძველი უნდა ვეძებოთ პროკურატურაში და ბრალდების მხარის მომზადების ხარისხში, რომელიც გავიდა ნაფიცმსაჯულთა სხდომაზე და წარადგინა მტკიცებულებები, რაც საბოლოო ჯამში ნაფიცმსაჯულთა მიერ სათანადოდ მიღებული არ აღმოჩნდა. ამით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვთქვათ ამის გამო რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუმა ვერ გაამართლა. საზოგადოებას უნდა განემარტოს, რომ კრიტიკა უნდა მიმართული იყოს ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიმართ. საუბარია დაცვის და ბრალების მხარის მომზადების ხარისხზე, თუ რამდენად სათანადო მტკიცებულებებით წარდსგებიან ისინი სხდომაზე“, - განაცხადა კობიძემ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში გვიანობამდე ხმაური იყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. ახალი ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო საქმეზე განაჩენს 12 ივნისამდე არ გამოიტანს, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვეს, რადგან მას ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები






