ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის დედა შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ პროკურატურამ ყველა მტკიცებულება გააყალბა.
"არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, რომ გიორგი ოქროპირიძე დამნაშავეა. ყველამ მტკიცებულება არის გაყალბებული პროკურატურის მიერ. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ გიორგი არ არის დამნაშავე, გიორგი იმ დღეს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა,"-განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში გვიანობამდე ხმაური იყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. ახალი ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო საქმეზე განაჩენს 12 ივნისამდე არ გამოიტანს, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვეს, რადგან მას ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები






