„ეს არის ყველაფერი სიაფანდობა, არავითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ. არ მაინტერესებს რას ითხოვს ორჯერადი მკვლელი, მანიაკი ოქროპირიძე, ასე რომ აშინებს ნაფიც მსაჯულებს, რომ ვერდიქტი ვერ გამოაქვთ. რა სახელმწიფოა, ვინ ბიძინა, გომელაური ვინ არის",-განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში გვიანობამდე ხმაური იყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. ახალი ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩაინიშნა. თუ სასამართლო საქმეზე განაჩენს 12 ივნისამდე არ გამოიტანს, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვეს, რადგან მას ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის ვადა უმთავრდება.
მასალის გამოყენების პირობები






