პროკურატურაში განმარტებას აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოქალაქეებისთვის.
განმარტებები აღნიშნულ საკითხზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში მოხდება ქონების დაბრუნება, თუ მოქალაქის მიერ შეტანალი განაცხადის შედეგად ჩატარებული გამოძიების შემდეგ დადგინდება, რომ აღნიშნულ პირზე საჯარო მოხელემ ზეწოლა განახორციელა.
„ჩვენ გამოვარჩევთ იმ საქმეებს და იმ ფაქტებს, სადაც დგინდება, რომ დაზარალებულს კანონიერად აქვს შეძენილი ეს ქონება და მას ცალკეული საჯარო მოხელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონდ ჩამოართვეს, დაათმობინეს აჩუქებინეს ან მიატოვებინეს მისი საკუთრება. შემდგომ ეტაპზე თუ ჩვენ მოვიპოვებთ საკმარის მტკიცებულებებს, რომ ვამხილოთ საჯარო მოხელე მოქალქის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში, ამის შემდეგ პროკურატურა იღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. სწორედ ამ თვალსაზრისით იქნა შერჩეული ხსენებული 5 ფაქტი და ჩვენ ეს 5 ფაქტი გამოვიტანეთ საზოგადოების წინშე“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისა.
შეგახსენებთ, აღნიშნული კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი ყველა დაზარალებულს ვერ შეეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






