აშშ-ში, მონტანას ერთერთი სკოლის მოსწავლეები ფინალური გამოცდის თავიდან ასარიდებლად ყველაფერს აკეთებენ.
იკ სთონერმა მასწავლებელს კოლტერ პირსს იდეა შესთავაზა. იმ შემთხვევაში თუ კოლტერსს მომღერალი ტეილორ სვიფტი დაურეკავს, გამოცდა მთელ კლასს მოუხსნას.
მასწავლებელი გამოწვევას დათანხმდა და "გარიგება" დაიდო. „გარიგების“ ამსახველი ფოტოს „თვითერზე“ გამოქვეყნებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტს დადებიდან რამდენიმე წუთში 172 000 ათასი გაზიარება და 25 000 „ლაიქი“ ჰქონდა.
მასწავლებელის თქმით, თუკი ტეილორი მას ნამდვილად დაურეკავს, ის სკოლის ადმინისტრაციას შეუთანხმდება, რომ მოსწავლეებს ფინალურ გამოცდის სანაცვლოდ, გარკვეული ტიპის ტესტირება ჩაუტაროს.
მასწავლებლისა და მოსწავლეების „გარიგებას“ მსოფლიო ვარსკვლავი ჯერ არ გამოხმაურებია. ტეილორს სტუდენტების დასახმარებლად კიდევ ორი კვირა აქვს.


მასალის გამოყენების პირობები






