400 ზე მეტი პროკურორი და გამომძიებელი გადამზადებას გაივლის
სამართალი - 17:42, 04 Jun, 2015     685
დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი ორდღიანია და სწავლების იმ პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტის, ევროკავშირის პროექტის კონსულტანტის -ჯერემი მაკბრაიდის მონაწილეობით 2014 წელს დაიწყო. სწავლების მეორე ეტაპი 2014 წლის 2-4 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოში სასწავლო ვიზიტის დროს განხორციელდა.

2015 წლის ივნისსა და ივლისში გადამზადებას 400-ზე მეტი პროკურორი და გამომძიებელი გაივლის.

სწავლების მიზანია აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის დასაბუთებულობის, მოქმედი პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. პროგრამა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტების „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42