დაანონსებული 19 აპრილის თეზისები
პოზიცია - 16:52, 21 Feb, 2013     4026

მაგრამ, მაქვს შეკითხვა ნაცმოძრაობის ლიდერებთან და მათ აქტივისტებთან

იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთის ბაზრის გახსნას სულმოუთქმელად ელიან,
იმ ქვეყანაში, სადაც სტალინს პარაკლისს უხდიან და ძეგლებს უდგამენ,
იმ ქვეყანაში, სადაც მიესალმებიან რკინიგზის გახსნას ოკუპირებულ რეგიონის გავლით,
იმ ქვეყანაში, სადაც ჩახალიანს და მისთანებს უშვებენ, 
იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საწინაღმდეგო ქმედებებში დამნაშავე პირებს პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებენ და ხალხი დუმს,

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ,

რომელ დეოკუპაციასა და რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობაზეა საუბარი?

ან ვინ უდგას ამას სათავეში? ის პარტია, რომლის მოშორებაც ხალხს ახარებდა? ის ხალხი, რომელთაც ადანაშაულებენ 9 წლიან წამებაში?
რა ან ვინ უნდა იქცეს კატალიზატორად?
აპრილში აქვს პრეზიდენტს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი.
ანუ სანამ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, იქამდე 6 თვით ადრე.


,,ოცნების“ ნაბიჯების მიხედვით, ის არის პრორუსული ხელისუფლება, ამ დროს ,,ნაცმოძრაობა“ აწყობს გრანდიოზულ მიტინგს, საბაბით- ოკუპაცია და რუსეთის საფრთხე, ანუ პროდასავლურობა.
ამ დროს, რას მოიმოქმედებს შსს და ახალი მთავრობა? ყველანაირად შეეცდება, არ ჩატარდეს გრანდიოზულად ეს მიტინგი, მცირე მასშტაბები თავად მთავრობას აწყობს, რომ ხალხს დაანახონ- აგერ, ნაცებს რა ცოტანი უჭერენ მხარსო, მაგრამ აი, რამდენიმეათასიანი კი არ აწყობს.
,,ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა იციან, რომ მთავრობაში არაპროფესიონალები არიან, ანუ მათ არ აქვთ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, ხოდა, სანამ ისინი ამ გამოცდილებას მიიღებენ, საჭიროა ზომების მიღება, იციან, რომ ისინი 19 აპრილამდე აუცილებლად დაუშვებენ შეცდომას და არა ერთს, არამედ რამდენიმეს.
მოკლედ, შეიძლება მთავრობის დათხოვნის საბაბის სცენარი თამაშდებოდეს, მაგრამ ამავე დროს არ გამოვრიცხავ, რომ ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნებისათვისაც.
,,ოცნება“- იმის გამო რომ ვერ შეკრიბა საკონსტიტუციო უმრავლესობა ცვლილებების გასატარებლად, ამას ერთვის ეს განცხადება, ანუ სიგნალი, რომ ,,ნაცმოძრაობ“ა ერთვება ფაქტიურად წინასაარჩევნო კომპანიაში და ,,ოცნებას“ ცეცხლზე ნავთს უსხავს, რადგან პირდაპირ მიუთითა, რომ იწყებს აგრესიულ კამპანიას, აუცილებლად დაიწყებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმას. თუ გავითვალისწინებთ ,,ოცნების“ მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების კასკადს, ანუ მათივე განცხადებების შემდგომ უარყოფას, ,,ნაცმოძრაობას“ აქვს იმედი, რომ ,,ოცნება“ აუცილებლად დაუშვებს შეცდომას.


,,ოცნებამ“ აუცილებლად უნდა დაიყვანოს ეს ,,ნაცმოძრაობის“ აქცია მინიმუმამდე. შეიძლება, ,,ნაცებს“ ბევრი მხარდამჭერები არ ჰყავს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მეტი ეშმაკობა და მეტი ინტელექტი აქვთ.
ანუ ,,ნაცმოძრაობა“ ითამაშებს არა ხალხის სიმრავლეზე და აქტიურობაზე, არამედ ,,ოცნების’ ნაბიჯებზე და შეცდომებზე.
გავითვალისწინოთ ,,ოცნების“ მთავრობის კრიტიკა დასავლეთისა და ამერიკის მხრიდან. თან რუსეთის ქმედებებსაც დავუკვირდეთ, ანუ ის რომ აფხაზეთ-სამაჩაბლოს აღიარებას უკან წაიღებს რუსეთი, ის, რომ რუსეთმა არაერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არა ბიძინას და ვტო-ს დამსახურებაა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, არამედ ჩვენი კეთილი ნებააო.


ბევრი ფაქტორია, რაც ნაცმოძრაობას წისქვილზე ასხავს წყალს და ალბათ, ბევრიც მიემატება 19 აპრილამდე.
ამ აქციით ,,ნაცმოძრაობა“ ცდილობს ,,ოცნებას“ ჩამოაცილოს ის მხარდამჭერები, რომლებიც პროდასავლეთელებად თვლიან თავს.
,,ნაცებმოძრაობის“ წევრები თუ მხარდამჭერები ჯერ კიდევ 1 თვის უკან აკეთებდნენ აქცენტს აპრილზე, აპრილის დიდი შიში აქვს ოცნებას, შიშს კი დიდი თვალები აქვს, შიში ბევრ შეცდომას დაგაშვებინებს.
ძალიან ბევრი აზრი, თუ ხედვა იქნება ამ აპრილთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად, რატომ აპრილი და რატომ 19, ალბათ მარტო ვანო მერაბიშვილმა უწყის.


გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად ნიუპოსტისთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42