პუტინის ამბიციებს მუდმივად აქეზებდა დასავლეთის სუსტი და არადამაჯერებელი რეაგირება - ექსპერტები
მსოფლიო - 16:54, 04 Jun, 2015     1303

ლონდონის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშშის მიხედვით, ექპერტები ირწმუნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ შეიარაღება, რათა ვლადიმერ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას წინ აღუდგნენ.

ანგარიშის თანახმად, ევროპულმა სახელმწიფოებმა სათანადოდ ვერ შეაფასა ბოლო წლებში რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. ასევე სათანადო პასუხი ვერ გასცა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას და კიევს რთულ სიტუაციაში ეფექტური დახმარება ვერ აღმოუჩინა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის ამბიციებს მუდმივად აქეზებდა დასავლეთის სუსტი და არადამაჯერებელი რეაგირება, მაგალითად რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობის შემდეგ.

„კრემლს მიაჩნია, რომ ევროპას არ აქვს საკმარისი სურვილი იმისა, რომ გარკვეულ ფასად დაიცვას თავისი პრინციპები. რუსეთმა ნათლად გამოხატა თავისი ამბიციები და ინტერესები უკვე 10 წელზე მეტია, თუმცა, დასავლეთისთვის მისი იგნორირება უფრო მარტივი აღმოჩნდა და დაეყრდნო ფანტაზიას, რომ რუსეთი ლიბერალური დემოკრატიისკენ შემობრუნდებოდა“ - ნათქვამია მოხსენებაში.

ექსპერტების თქმით, უკრაინის კონფლიქტი რუსეთ-ევროპოის კონფლიქტში გადაიზარდა და კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც თანახმაა, თუმცა დასავლელ ლიდერებს ამის უბრალოდ არ სჯერათ.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა შეიარაღებული ძალების განახლება დაიწყო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთმა საკუთარი ძალა დანახოს და დაარწმუნოს, რომ აგრესიის ან თუნდაც „ჰიბრიდული ომის“ შემთხვევაში მის შეჩერებას შეძლებს.

„ნატომ უნდა შეინარჩუნოს თავისი ავტორიტეტი და როლი რუსული აგრესიის შესაჩერებლად. კერძოდ, უნდა დაამტკიცოს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი შეუძებელია და „ჰიბრიდულ ომზე“ რეაქცია მკაცრი იქნება“ - წერენ ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42