ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთს ევროპის საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით სურდა და ამის მაგალითი საქართველო, ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინაა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ უფრო არაპროგნოზირებადობა, დაუცველობა და არეულობაა... (მაგრამ) მე მჯერა, ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა აღმოსავლეთიდან საფრთხის წინაშე აღარ დადგება“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ნორვეგიაში ვიზიტისას.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყნებს საფრთხეს არ უქმნის და რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილიც გამოთქვა.
„ჩვენი მიზანი კვლავ რუსეთთან თანამშრომლობაა... ეს ემსახურება როგორც ნატოს, ასევე რუსეთს“ - დასძინა სტოლტენბერგა.
უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობის გამო ალიანსმა მოსკოვი არაერთხელ გააკრიტიკა და მას ცეცლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულება მოსთხოვა. თუმცა, რუსეთი კონფლიქტში მონაწილეობას, სეპარატისტების იარაღით მომარაგებასა და მათ მხარდაჭერას უარყოფს.
უკრაინის კონფლიქტმა ევროკავშირის წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების შეშფოთებაც გამოიწვია, თუმცა გენმდივნის განცხადებით, მათ რეალური საფრთხე არ ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები






