რუსული მედია ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე წერს.
სააგენტო "კომერსანტი" იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო იარაღი ნაპოვნია და მას ექსპერტიზა უტარდება.
ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მკვლელობის იარაღის აღმოჩენას არ ადასტურებს ერთერთი ბრალდებულისმ ზაურ დადაევის ადვოკატიც. მისი თქმით, იარაღი, რომლითაც ბორის ნემცოვი მოკლეს, საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ახალი ვიდეოჩანაწერებიც გამოჩდნა, რომლებიც 2015 წლის 28 თებერვლიდან 1 მარტამდე არის გაკეთებული და რომელზეც მკვლელობისთვის მზადების დეტალებია ასახული. მედიის ცნობით, ერთი ჩანაწერი მკვლელობაში ეჭვმიტანილებს - ანზორ გუბაშევსა და ბესლავ შავანოვს ეხება. ჩანაწერები გროზნოს აეროპორტშია გადღებული. მეორე ჩანაწერის კადრებშიც, რუსლან გერემეევი, ზაურ დადაევი და რუსლან მუხუდინოვი აეროპორტში არიან დაფიქსირებული. მუხუდდინოვი დანარჩენ ორს ემშვიდობება, თვითონ კი „მერსედესის“ მარკის მანქანაში ჯდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნემცოვის საქმეში ახალი ფიგურანტი, ჩეჩნეთის მოქალაქე რუსლან მუხადინოვი გამოჩნდა, რომელიც შესაძლოა ის „რუსიკი“ აღმოჩნდეს, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა პირველ ჩვენებაში ახსენა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მუხადინოვი მართავდა იმ ავტომობილს, რომლიდანაც ნემცოვს ესროლეს.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე ხელი მოწერა აიძულეს, რომელშიც ნახსენებია, რომ დადაევი ნემცოვის მკვლელობისთვის იარაღითა და მანქანით ვინმე „რუსიკმა“ უზრუნველყო.
მასალის გამოყენების პირობები






