შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ს 248-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მასობრივი დაავადება ან მოწამლვა.
როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში განუმარტეს, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში დაინიშნება ყველა სახის ექსპერტიზა, რათა დადგინდეს მომხდარის მიზეზი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლაში 8 ბავშვი მოიწამლა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ნიუპოსტს“ იაშვილის საავადმყოფოს პრესცენტრში განუცხადეს, ერთ-ერთი მოსწავლე, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა.
„ამის გამო მოსწავლეებში პანიკა შეიქმნა. შეეშინდათ ალბათ. ორ ბავშვს დილიდან, სკოლაში მისვლამდეც მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. თუმცა მათ მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნებათ. ამ დროისთვის მოზარდები კარგად არიან. ჯერჯერობით ისევ საავადმყოფოში იმყოფებიან“, - განაცხადეს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები






