აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მარი ჰარპის განცხადებით, ვაშინგტონს მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ მიაჩნია, რომ თვითმფრინავი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო.
„ჩვენი პოზიცია თავიდანვე განსაზღვრული იყო. MH-17 სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. ჩვენ გვჯერა, რომ იმ დროს ბოინგის კატასტროფის ადგილი უკრაინის ძალების კონტროლქვეშ არ იყო, ასევე იმის რომ, უკრაინულ მხარეს კონფლიქტისას არასოდეს გამოუყენებია „მიწა-საჰაერო“ რაკეტები“ - განაცხადა ჰარპმა რუსული კომპანი Алмаз-Антей-ს მიერ გავრცელებული ანგრიშის კომენტირებისას.
ანგარიშის თანახმად, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის - "ბოინგ 777-ის“ კატასტროფის მიზეზი „ბუკ-M1-ის“ ტიპის 9М38М1 რაკეტა გახდა, რომელიც იმ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო ნასროლი.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი - "ბოინგ 777" 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 283 მგზავრი და ეკიპჟის 15 წევრი იმყპფებოდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






