ევროპა რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტსა და ალტერნატიული ტურნირის გამართვას აპირებს
მსოფლიო - 21:38, 02 Jun, 2015     3103
პარასკევს, 5 ივნისს, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ოფიციალური წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ, რომელზეც დადგება საკითხი რუსეთში 2018 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტისა და ალტერნატიული ტურნირის გამართვის შესახებ, იუწყება ბრიტანული გაზეთი The Guardian.

მაღალი ნდობის წყაროს განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებს გააცნობენ ე.წ. "გეგმა ბოიკოტს“, რომლის თანახმადაც რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე ევროპისა და ლათინური ამერიკის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნები უარს განაცხადებენ.

პარალელურად, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში მუშავდება პროექტი, რომლის თანახმად 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება კონტინენტის პირველობა, რომლის ფინალურ ეტაპზე ევროპულ ნაკრებებთან ერთად ბრაზილიის, ურუგვაის და არგენტინის ეროვნული გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

გადაწყვეტილების ავტორები სვამენ რიტორიკულ კითხვას, რამდენად საინტერესო იქნება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიოს გარეშე.

ევროპული ფეხბურთის მესვეურებს ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ იოზეფ ბლატერის FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევამ უბუძგა.

საინტერესოა, როგორ გაგრძელდება აღნიშნული პროცესი და განხორციელდება თუ არა რუსეთში დაგეგმილი ჩემპიონატის ბოიკოტი იოზეფ ბლატერის გადადგომის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42