ხარაიშვილი აცხადებს, რომ დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით დააყენა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ჩვენებებთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ რიგი მათგანი განეკუთვნებოდა ირიბი ჩვენებების კატეგორიას. მათი პოზიცია არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ამიტომ სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა,“-განაცხადა დავით ხარაიშვილმა.
პროკურორი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოწმე ვლადიმერ ბერძენიშვილის და მოკლული ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის ჩვენებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 4 ივნისს ჩაინიშნა. მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ და შესაძლოა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტიც იმავე დღეს გახდეს ცნობილი.
შეგახსენებთ, ვაკეში მკვლელობა გასულ წელს, აბაშიძის ქუჩაზე, 2 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






