34 წლის მამაკაცს, გვიან ღამით მაშინ ესროლეს, როდესაც მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად ჩავიდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს სხვა პირებთან ჰქონდა ჩხუბი, რის შემდეგადაც ის სახლში იარაღისთვის წავიდა, უკან დაბრუნებულს კი, მაღაზიასთან მათ ნაცვლად სიგარეტის საყიდლად მყოფი ვალერი ვარშალომიძე დახვდა, რომელსაც 3 ტყვია ესროლა. ვალერი ვარშალომიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"აფხაზეთის ომს გადაურჩა და აქ, ქართველის ტყვიამ შეიწირე, უაზროდ და უმიზეზოდ, მართლაც როგორ არაფრის გამო მოკლეს საწყალი ბიჭი," - ამბობს თელავში მოკლული ვალერი ვარშალომიძის ოჯახის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
„აფხაზეთიდან არიან დევნილები, ალბათ ათ წელზე მეტია ეს ოჯახი აქ ცხოვრობს. კომპაქტურად არ არიან დასახლებული, ბინის ყიდვა მოახერეხს. სიკდილის შემდეგ, ყველაზე კარგს ამბობენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, ვალერი მართლა გამორჩეულად კარგი და პატიოსანი ბიჭი იყო. დედამისი იქვე მაღაზიაში მუშაობდა და მას ეხმარებოდა ხოლმე. საერთოდ ძალიან წესიერი ოჯახია. ერთი და დარჩა ვალერის... ოჩამჩირიდან არიან“, - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
შემთხვევა თელავში 31 მაისს მოხდა. 34 წლის ვალერი ვარშალომიძე ცეცხლსასროლი იარარიდან სამი გასროლით მოკლეს.
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






