სამართალდამცველებმა დღეს რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ზელიმხან ხანგოშვილი დაკითხეს. იგი შეკითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.
პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მისი ახლო ნათესავების დაკითხვა და თავად ხანგოშვილის ტელეფონის გაშიფვრა.
ხანგოშვილი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს."სროლა რომ შეწყდა ამ დროს შევხედე, მაგრამ უკვე გარბოდა...კუბიკებიანი მაისური ეცვა", -ამბობს ხანგოშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მომხდარში რუსულ კვალს ხედავენ დაჭრილის ოჯახის წევრებიც.
"99% დარწმუნებული ვარ რუსეთის მხრიან არის გაკეთებული.. რაც შეეხება პიროვნებას, არ ვიცით ვინ არის", - ამბობს ხანგოშვილის ძმა.
ზელიმხან ხანგოშვილმა დღეს გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა სამართალდამცველების შეკითხვებს.
შეგახსენებთ, ხანგოშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე დღის წინ დაჭერს. მომხდარზე შსს-ს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






