7 ივნისს სამოდელო სააგენტო “კატრინი”-ს ორგანიზებით “პატარა მის და მისტერ პლანეტა -2015″ გაიმართება.
სამოდელო სააგენტო "კატრინი”, რომელიც არის საერთაშორისო სამოდელო ორგანიზაცია INTERMODEL INTERNATIONAL GROUP, (Best Model Of The World - Georgia, Miss Teenager Universe - Georgia, Miss European - Georgia, Festival model and talent World - Georgia, Little Miss & Mister Planet - Georgia, Little Miss World - Georgia, Miss Planet - Georgia, Mrs Planet-Georgia,Miss model of the World-Georgia) ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, მიმდინარე წლის სექტემბერში, პირველად საქართველოში ატარებს კონკურსს "Miss Planet 2015“.
"Miss Planet 2015“–ის საქართველოში ჩატარების საკითხში გადამწყვეტი როლი სააგენტო "კატრინის" მაღალი მაღალი პროფესიონალიზმისა და ჩვენი ქვეყნაში არსებული უსაფრთხო გარემოს ეკუთვნის.
"Miss Planet 2015“–ის ფარგლებში, 50–მდე ქვეყნის გამარჯვებული კონკურსანტი, დელეგაციის თანხლებით, 6 სექტემრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ესტუმრება საქართველოს.

„Miss Planet 2015“– ერთ კვირას გასტანს და კონკურსის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან საქველმოქმედო საღამოებში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ივენთებში, დეფილეებში, ფოტოსესიებში, პრესტიჟულ წვეულებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში, ასევე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან: ელჩებთან, დიპლომატებთან, ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან.
კონკურსის ფარგლებში ჩვენებები და საკონკურსო ტურები მოეწყობა საქართველოს 5 ქალაქში.
კვირას, 7 ივნისს, 15 საათზე, წყნეთის კოპალაში სამოდელო სააგენტო “კატრინი”-ს ორგანიზებით “პატარა მის და მისტერ პლანეტა -2015″ გაიმართება. ჟიურის მეშვეობით გამოვლინდება 4 გამარჯვებული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომლებიც 16 ივნისს, საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “პატარა მის და მისტერ პლანეტა -2015″. ასევე შეირჩევა ტოპ-ოცეული (18-დან 26 წლის ჩათვლით), რომლებიც “მის პლანეტა-საქართველო 2015″ ფინალისთვის მოემზადებიან. ამავე საღამოს გამოვლინდება “მის საქართველო თინეიჯერი -2015″, რომელიც 2015 ივლისის თვეში, პანამაში გამართულ სილამაზის კონკურსზე “მის მსოფლიო თინეიჯერი 2015″ საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. მოგახსენებთ, რომ ასევე სამოდელო სააგენტო “კატრინი”-ს ორგანიზებით მ/წლის სექტემბრის თვეში “მის პლანეტა-2015″ საქართველოში გაიმართება, სადაც 30 ქვეყნის მისი მიიღებს მონაწილეობას.
"Miss Teenager Universe“,
"Best Model Of The World“
"Festival Model & Talent World“, „Miss European“
"Little Miss World“
"Little Miss & Mister Galaxy“
"Miss Planet“,„Mrs Planet“,
“Miss Model of the World“
მასალის გამოყენების პირობები






