თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის გადადგეს, თუკი ოპოზიცია მის რეზიდენციაში მინიმუმ ერთ ოქროს უნიტაზს აღმოაჩენს.
ეს კომენტარი რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ქემალ კილიჩდაროღლუს ბრალდების საპასუხოდ გააკეტა. რესპუბლიკეთლა ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეთის გაფლანგვაში დაადანაშაულა.
„ერდოღანმა სასახლე აიშენა, შეიძინა თვითმფრინავი, შეუკვეთა „მერსედესი...“ საკუთარი საპირფარეშოსთვის ოქროს უნიტაზებიც კი იყიდა“ - განაცხადა ოპოზიციონერმა შაბათს გამართულ აქციზე.
„ვეპატიჟები ბატონ ქემალს ჩემს რეზიდენციაში. მეეჭვება, მაგრამ თუკი მან ერთი უნიტაზი მაინც აღმოაჩინა, მე პოსტიდან გადავდგები“ - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანი, ახალ საპრეზიდენტო კომპლექსში არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე გადავიდა. მისი რეზიდენცია 100-ზე მეტი ოთახისგან შედგება.
მასალის გამოყენების პირობები






