ბრიტანელი დამოუკიდებელი ექსპერტები კრემლის მიერ გაყალბებულ სატელიტურ ფოტოებზე წერენ. მათი თქმით, იმის დასადასტურებლად, რომ 2014 წლის ივლისში აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტოებს აყალბებდა და მათ თარიღს უცვლიდა. ამის შსახებ "რადიო თავისუფლება" იტყობინება. შესაბამისი ანგარიში ბრიტანელმა სამოქალაქო ჟურნალისტმა, ელიოტ ჰიგინსმა გამოაქვეყნა. ამერიკისა და გერმანის დაზვერვის წყაროებმა თავის დროზე დაადასტურეს, რომ მალაიზიური თვითმფრინავი, რომლის კატასტროფას 298 ადამიანი ემხვერპლა, ბუკის ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო , რომელიც პრორუსული სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან გაისროლეს. ნიდერლანდელი დამოუკიდებელი გამომძიებლები, რომლებმაც კატასტროფის ადგილი მოინახულეს, თავიანთ დასკვნას წელს ოქტომბერში გამოაქვეყნებენ.
მასალის გამოყენების პირობები






