პალესტინის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის პალესტინის აღიარებისთვის მზადაა და პალესტინას მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან და ევროკომისარ ფედერიკა მოგერინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე კვლავაც იმ აზრის ერთგული ვრჩები, რომ ხანგრძლივვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ორი სახელმწიფოს კონცეფციის რეალიზებაა საჭირო - დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფო, რომელსაც ისრაელი აღიარებს. მოვუწოდებ პალესიტინის მხარეს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის საყოველთაო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებით, ნეთანიაჰუ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას გამორიცხავდა. თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იგი თავის ძველ განცხადებებს დაუბრუნდა.
ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2014 წელს ჩაიშალა. პალესტინური მხარე სახელმწიფოს აღიარებას 1967 წლის საზღვრებში ითხოვს, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქი უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






