“ავერსი-გეოფარმი”, “სახალხო აფთიაქი” და “პსპ” დაჯარიმდნენ
სამართალი - 10:54, 01 Jun, 2015     4670
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი სააფთიაქო ქსელი – “ავერსი-გეოფარმი”, “პსპ” და “სახალხო აფთიაქი” დააჯარიმა.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 365 აფთიაქში 24-საათიან რეჟიმში, დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით ხორციელდებოდა მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით.

„ბევრ აფთიაქში არ იყო განთავსებული აუდიოკონტროლის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი. ადგილზე მომხმარებელთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი მედიკამენტების თუ პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენის დროს ფარმაცევტთან ან კონსულტანტთან მათი კომუნიკაციის, ისევე როგორც დახლთან ლოდინისას სატელეფონო თუ პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ. ინსპექტორის გადაწყვეტილებით სამივე კომპანიას “პერსონალურ მონაცემთადაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით და დაევალა აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე.

2014 წლის დეკემბერში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “ავერსი-გეოფარმი”, შპს “პსპ აფთიაქი” და შპს “სახალხო აფთიაქი” მათი ქსელის აფთიაქებში აწარმოებდნენ როგორც ვიდეოკონტროლს, ასევე მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერას. მოქალაქეთა მომართვის, ასევე თემის მასშტაბურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ინსპექტორმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სამივე სააფთიაქო ქსელის მიერ აუდიო-ვიდეო კონტროლის დროს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 365 აფთიაქში 24 საათიან რეჟიმში დახლზე განთავსებული მიკროფონის საშუალებით ხორციელდებოდა მოქალაქეებსა და ფარმაცევტებს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით. ბევრ აფთიაქში არ იყო განთავსებული აუდიოკონტროლის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშანი და ადგილზე მომხმარებელთა გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი მედიკამენტების თუ პირადი ჰიგიენის ნივთების შეძენის დროს ფარმაცევტთან ან კონსულტანტთან მათი კომუნიკაციის, ისევე როგორც დახლთან ლოდინისას სატელეფონო თუ პირადი საუბრის ჩაწერის შესახებ”, – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.

მათივე ინფორმაციით, სამივე კომპანიას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 500 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა და აუდიომონიტორინგის განხორციელების შეწყვეტა და მოპოვებული მასალის სრულად განადგურება 2015 წლის 1 ივლისამდე დაევალა.

“მიუხედავად იმისა, რომ სააფთიაქო ქსელებს აქვთ კანონიერი მიზანი – აკონტროლონ სააფთიაქო ქსელში მომსახურების ხარისხი, ამ ფორმითა და მასშტაბით მონაცემთა დამუშავება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ არ იქნა მიჩნეული კანონიერი მიზნის ადეკვატურ და პროპორციულ საშუალებად. ინსპექტორმა მიიჩნია, რომ აუდიო მონიტორინგის განხორციელება წარმოადგენდა არაპროპორციულ ჩარევას მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში და ეწინააღმდეგებოდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილ პრინციპს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიები იყენებენ სხვა მეთოდებს, როგორიცაა “მისტიური მომხმარებელი”, „ცხელი ხაზი“, პრეტენზიის ფორმა, რაც დასაქმებულთა და მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს”, – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანი იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროულად აღსრულდება და ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამართლიანი ბალანსის დაცვას.

“ვიმედოვნებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროულად აღსრულდება და ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამართლიანი ბალანსის დაცვას მათ ინტერესებს და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის”, – განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42