ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მესამე ყოველწლიურ შეხვედრას მართავს
საზოგადოება - 14:41, 20 Feb, 2013     484

ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მეთ გოქჰოლი გახსნიან. ღონისძიება სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ"-ში მიმდინარეობს.



ცენტრალური საარჩევნო კომისია აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის საარჩევნო ადმინისტრაციებს მასპინძლობს. 20-21 თებერვალს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მესამე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრებიან.



რიგით მესამე შეხვედრაში ეუთოს ქვეყნების გარდა პირველად მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ისრაელიდან, ნეპალიდან, ერაყიდან და ინდონეზიიდან.



კონფერენციის მთავარი თემაა - ,,კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში".



წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია კონფერენციას საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან ერთად მართავს. (ICPS - ორგანიზაცია უკვე წლებია ხელს უწყობს ეფექტური პოლიტიკის წარმოებას და მართვას სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებსა და მთავრობებს შორის ურთიერთქმედების ხელშეწყობით. ICPS-ი არის არაერთი საერთაშორისო სწავლებისა და ტრენინგების ორგანიზატორი საარჩევნო საკითხებში, რითაც ასევე მუდმივად უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას).



სხვადასხვა საარჩევნო ადმინსიტრაციების წარმომდგნლები საკუთარ პრეზენტაციებს და ხედვას წარმოადგენენ; ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები: ,,სმარტმატიკი" (Smartmatic), ,,ქროს მეჩ ტექნოლოჯის" (Cross Match Technologies), ,,დომინიონ ვოუთინგ სისთემს"-ი (Dominion Voting Systems), ,,სკიტლენდ გილატ სატელაიტ ნეთვორქსი" (Scytland Gilat Satellite Networks) კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ ოპტიკურ სკანერებს, ელექტრონული ხმის მიცემისთვის საჭირო სპეციალურ მანქანებს და სხვა საარჩევნო ინოვაციურ ტექნოლოგიებს.



საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ურთიერთგამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი მეთოდების შემუშავებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას.
ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სრული ჩამონათვალი:
ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუმინეთი, უკრაინა, ისრაელი, ნეპალი, ერაყი, ინდონეზია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ესპანეთი.



ორდღიან შეხვედრებში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები:



ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), საარჩევნო მხარდაჭერის ევროპული ცენტრი ECES), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UDNP), ევროკავშირის დელეგაცია, ევროსაბჭო, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი, ასევე კოლორადოს (აშშ) უნივერსიტეტის და ესპანეთის როვირა ი ვირგილის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტები.



საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:



,,სმარტმატიკი"" (Smartmatic), ,,ქროს მეჩ ტექნოლოჯის" (Cross Match Technologies), ,,დომინიონ ვოუთინგ სისთემს"-ი (Dominion Voting Systems), ,,სკიტლენდ გილატ სატელაიტ ნეთვორქსი" (Scytland Gilat Satellite Networks).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42