რუსეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს იმ პოლიტიკოსების სია გაუგზავნა, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ. „შავი სია“ 89 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის ევროპარლამენტში ლიბერალების ლიდერი.
ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
„გუშინ რუსეთმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს იმ პოლიტიკოსების სია გადასცა, რომლებიც რუსეთში შესვლას ვეღარ შეძლებენ“ - განაცხადა რუტემ. მისივე თქმით, „შავ სიაში“ ნიდერლანდების პარლამენტის ორი წევრი და ერთი ჰოლანდიელი ევროპარლამენტარიც მოხვდა.
აღნიშნულ სიაში ბელგიელი ევროპარლამენტარი, მარკ დემესმეკერიც მოხვდა.
„პუტინმა მეც ჩამსვა „შავ სიაში“. როგორც ჩანს რუსეთში სიხარულით არ მელიან. ზედმეტად დიდი პატივია ჩემთვის, ბატონო პუტინ!“ - განაცხადა დემესმკერმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კრემლს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






