"იური ვაზაგაშვილს საკუთარი აფეთქების ინსცენირება უნდოდა" - სკანდალური დეტალები
სამართალი - 14:13, 30 May, 2015     30088

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. როგორც საქმეში ბრალდებული გია სოსანაშილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე „ნიუპოსტთან“ საუბარში ამბობს, ვაზაგაშვილს აფეთქების ინსცენირება უნდოდა.

ჯოგლიძის ამ ვერსიას იმით ხსნის, რომ გარდაცვლილს დაზიანებები თითებზე ჰქონდა. მისი თქმით, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საფლავზე კაფსულები აფეთდა, რომელიც ადგილზე სავარაუდოდ ვაზაგაშვილმა თვითონ მიიტანა.

„გარდაცვლილს თითის ბალიშები აქვს წაწყვეტილი და დასასმელი გვაქვს კითხვები ექსპერტებთან, თუ როგორ შიეძლებოდა ყოფილიყო აღნიშნული დაზიანებები თითის ბალიშებზე - ანუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები. ყველასთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილი მაგარი შოუმენი იყო. აქედან გამომდინარე არ გამოირიცხება ეს ვერსია, რომლის დაფიქსირებასაც ჩვენ ვაპირებთ სასამართლოზე. კიდევ ერთი მომენტი, გარდაცლილი, რომლის გასვენებაშიც ვაზაგაშვილი იყო ერთი საათით ადრე დაასაფლავეს და ვაზაგაშვილი დასაფლავებამდე შვილის საფლავზე 40 წუთით ადრე ავიდა. ალბათ იმიტომ ავიდა ადრე, რომ იცოდა რაც მოხდებოდა და არ სურდა სხვებიც დაშავებულიყვნენ. ეს დღეც იმიტომ აირჩია ამ ყველაფრისთვის, რომ მას ჰქონდა ჩვევები, რომ საზოგადოების ემოციურ ფონზე ემოქმედა. ეს ვერსია ექსპერტების დაკითხვის შემდეგ გამყარდება. არსებობს ვერსიაც, რომ კაფსულა ფალიასთან ერთად თავად ვაზაგაშვილმა აიტანა საფლავზე. დიახ, იქ რომ ლიმონკა ყოფილიყო ძალიან ცუდი შედეგი დადგებოდა და მხოლოდ თითები არ დაშავდებოდა. მას თვითმკვლელობა არ უნდოდა, მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ პრობლემებს უქმნიან“, - ამბობს ადვოკატი.

ის კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პროკურატურა სოსანაშვილს ბრალდების აღიარებას სთხოვდა.

„იყო ასეთი საუბარი, რომ აღიაროს აღნიშნული დანაშაული და პრობლემა არ იქნებაო. უთხარი ძნელია არ ჩადენილი დანაშაული აღიაროო“, - ამბობს ჯოგლიძე.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე სიუჟეტი მოამზადა freshnews-მა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42