პარიზის მერიის გადაწვეტილებით ხელოვნების ხიდზე, რომელიც „სიყვარულის ხიდით“ არის ცნობილი, ე.წ „სიყვარულის საკეტების“ დაკიდება აიკრძალა. მერიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხიდის გადარჩენისთვის იქნა მიღებული, რადგან ის მასზე დაკიდებული ბოქლომების სიმიძმებს ვერ უძლებს და შესაძლოა ჩაინგრეს.
„სიყვარულის ხიდი“ იმით არის აღსანიშნავი, რომ შეყვარებულები ხიდის მოაჯირებზე ჩაკეტილ ბოქლომებს ტოვებენ, მათი სიყვარულის სიმტკიცის და განუყრელობის სიმბოლოდ, ზედ სახელებს აწერენ, გასაღებს კი სენაში ყრიან. ამჟამინდელი მონაცემებით, ხიდზე დაახლოებით მილიონი საკეტია მიმაგრებული, რომლის წონაც 50 ტონას აღწევს. 2014 წლის გაზაფხულზე, ხიდის მოაჯირმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდიდან „სიყვარულის საკეტებს“ მოხსნა პირველი ივნისიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






