ვაშინგტონის კვლევითმა ორგანიზაცია, „ატლანტიკურმა საბჭომ“ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის „პირდაპირი აგრესიის“ დამადასტურებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთიც მონაწილეობს. ანგარიშის თანახმად, მინსკში ხელმოწერილი თებერვლის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთი პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების სამხედრო დახმარებას განაგრძობს.
28 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის სათაურია „შეუიარაღებელი თვალით დანახული პუტინის ომი უკრაინაში“, სხვადასხვა ღია წყაროებით მოპოვებულ ფაქტებს ემყარება. მათ შორის, სატელიტურ გამოსახულებებს, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მიერ ინტერნეტსა გამოქვეყნებულ ვიდეო და ფოტომასალას.
დასკვნის თანახმად, ეს ფაქტები ამყარებს მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი კრემლის მიერ წარმოებული ომია, თუმცა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნასა და სამხედრო მოქმედებებში მათ მონაწილეობას კონფლიქტის დაწყების დღიდან კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






