რატომ დაუპირისპირდნენ სასამართლოზე ერთმანეთს სოსო რობაქიძე და ადვოკატი
სამართალი - 20:49, 29 May, 2015     2103
ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი მოკლულის მამამ სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზიდან გამოვლის შემდეგ სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ მიქაძის ადვოკატის, კობა კობახიძის შეკითხვებმა გააღიზიანა, რომელსაც ის მოწმეს უსვამდა.

როგორც რობაქიძემ განაცხადა, მას რამდენიმე ხნის წინ ადვოკატი კობა კობახიძე შეხვდა პროკურატურაში და უთხრა, რომ იცის, რომ ბრალდებულები არიან „ნაძირლები“, სხვა გზა არ აქვს და მათ იცავს.

„გამაღიზიანა ზურაბ მიქაძის ადვოკატის შეკითხვებმა, რომლებსაც უსვამდა მოწმეს. რამდენიმე ხნის წინ პროკურატურაში შემხვდა ადვოკატი კობა კობახიძე, მან მითხრა რომ იცის, საქმეში ბრალდებულები არიან ნაძირლები, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან ზურაბ მიქაძის შვილი მუშაობს ჩემთან ადვოკატადო. გამაღიზიანა მისმა შეკითხვებმა და დავტოვე დარბაზი“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

რობაქიძეს ადვოკატი კობა კობახიძე გამოეხმაურა და მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები უარყო.

„რობაქიძემ რაც განაცხადა, რომ თითქოს მე ვიცი, ესენი რა ნაძირლებიც არიან და ვიცავ იმიტომ, რომ ზურაბ მიქაძის შვილი არის ჩემი თანაშემწე ჩემ საადვოკატო ბიუროში, ასეთი ფორმულირება სწორი არ არის. მე ეს არასდროს განმიცხადებია. მთავარ პროკურატურაში სოსო რობაქიძე საერთოდ არ მინახავს, პირიქით, მე დარწმუნებული ვარ, მიქაძის უდანაშაულობაში. მე სხვაზე არ მაქვს საქმე. მიქაძემ მე ადამიანურად დამარწმუნა და მჯერა მისი. მე თუ ჩემი კლიენტის არ ვიწამე, ისე საქმეზე არ გავალ“, -განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება, ბუტა რობაქიძის საქმეს, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბუტა რობაქიძის მეგობარი, დაზარალებული ლევან დანგაძე, რომელიც სპეცოპერაციის დროს ბუტა რობაქიძესთან და მის მეგობრებთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მოწმემ დღეს იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც ადრე არ უთქვამს.

„დანგაძეს ადრე ფიცის ქვეშ ბაშალეიშვილის სასამართლოზე მოწმედ დაკითხვისას არ უხსენებია ზურაბ მიქაძე და დღეს, ასევე ფიცის ქვეშ განაცხადა, თითქოს, ზურაბ მიქაძემ გასცა განკარგულება, რომ გაეძეძგათ იარაღით შემთხვევის ადგილი“, -განაცხადა ადვოკატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42