შსს-ს ავსტრიის დელეგაცია ეწვია
სამართალი - 17:14, 29 May, 2015     465

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ვენის ფედერალური მიწის პოლიციის პრეზიდენტი ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილთან, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბედოიძესთან და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ცინარიძესთან.

შეხვედრებზე სტუმრები გაეცნენ სამინისტროს მუშაობის პრინციპს, დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებს. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი დედაქალაქების პოლიციის მუშაობის სპეციფიკა და გამოცდილება გაუზიარეს. ვენის ფედერალური მიწის და ამავდროულად ქალაქ ვენის პოლიციის პრეზიდენტი გერჰარდ პიურსტლი დედაქალაქის კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის მუშაობის მეთოდებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საქართველოს შსს-ში ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებსა და საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ რებრენდინგს.

საპატრულო პოლიციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანა „ფორდ ინტერსეპტორი“, მოტოციკლი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42