შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული - რუსულმა სპეცსამსახურებმა თუ საქართველოს მოქალაქემ.
„აღნიშნულზე გამოძიება მიმდინარეობს და ვერავინ იტყვის, ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს, სხვა ქვეყნის მოქალაქემ თუ ჩვენმა მოქალაქემ. ეს ცნობილი გახდება, როგორც კი დავადგენთ. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ 12:00 საათზე მოხდა. ხანგოშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა. ზელიმხან ხანგოშვილს ჭრილობები ხელისა და ბეჭის არეში აქვს მიყენებული.
ცნობილია, რომ ის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას პირადობის მოწმობა სხვა გვარზე, ქავთარაშვილზე ჰქონდა გაფორმებული. ოჯახი მომხდარში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






