გელოვანის ქუჩაზე დაჭრილი ზელმხან ხანგოშვილის მეუღლე მანანა სათიევა ეჭვობს, რომ შესაძლოა გასროლა რუსი ეროვნების მამაკაცმა განახორციელა.
მისი თქმით, ამის მიზეზი შეიძლება ის ფაქტი გამზდარიყო, რომ მისი მეუღლე ჩეჩნეთში იბრძოდა.
როგორც სათიავე ამბობს, ამის გამო ზელიმხან ხანგოშვილი რუსების ინტერესის ქვეშ იყო და გვარიც სწორედ ამიტომ შეიცვალა.
„მამაჩემი სახლიდან გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიდა. მან გაიგონა, რომ დაახლოებით შვიდჯერ ისროლეს. თუმცა არფერი დაუნახავს. მაშინვე დავურეკე ჩემს მეუღლეს, არ პასუხობდა. ის თავისი ფეხით მოვიდა კლინიკაში. წარმოდგენა არ მაქვს ვის შეიძლებოდა ესროლა მისთვის, შეიძლება ის რუსი ეროვნებისაც იყო. ჩემი მეუღლე მეომარი იყო, ჩეჩნეთში იბძოდა და ამიტომ წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს, ამიტომ შეიცვალა გვარი“, - ამბობს სათიევა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ 12:00 საათზე მოხდა. ხანგოშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა. ზელიმხან ხანგოშვილს ჭრილობები ხელისა და ბეჭის არეში აქვს მიყენებული.
ცნობილია, რომ ის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას პირადობის მოწმობა სხვა გვარზე, ქავთარაშვილზე ჰქონდა გაფორმებული.
მომხდარზე გამოძიება დაჭრის მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები






