გაგარინის მოედანზე დაჭრილი ზელიმხან ხანგოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
მისი ახლობლები მომხდარის მიზეზს ვერ ასახელებენ.
„ადამიანს გამიზნულად დაუწყო სროლა ქილერმა, რომ მოეკლა. საბედნიეროდ, თავში ვერ მოარტყა, რადგან ჩემმა მეგობარმა ხელი დააფარა. არ ვიცით ეს რატომ მოხდა“, - განაცხადა დაზარალებულის ახლობელმა საიხან მუზაევმა, რომელიც სავარაუდოდ შემთხვევის დროს ხანგოშვილთან ერთად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღის 12:00 საათზე მოხდა. ხანგოშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჯდებოდა. ზელიმხან ხანგოშვილს ჭრილობები ხელისა და ბეჭის არეში აქვს მიყენებული.
ცნობილია, რომ ის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






