,,ვინც ამ კადრებს ინახავდა და ეს აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, ის ეხლა რისი ღირსია?’’
საზოგადოება - 22:15, 19 Feb, 2013     1024


,,ვინც ამ კადრებს ინახავდა, ვინც ამ კადრების არსებობა იცოდა და ეს აქამდე არ გამოიტანა სააშკარაოზე, ის ეხლა რისი ღირსია? ეხლა რა ფორმით დადგება თეა წულუკიანის, არჩილ კბილაშვილის და მათი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც იმ 30-ამდე პატრულს აიძულა დაეწერათ ცრუ ჩვენებები და ეთქვათ, რომ რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს იარაღები არ ჰქონიათო? ან იმ მონუმენტს რას უზამს წულუკიანის ქალი, დიდი ზარზეიმით რომ გახსნა ამ რამოდენიმე დღის წინ? ვინმეს გახსოვთ რომელიმე იმ დაღუპული პოლიციელის სახელი და გვარი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა და კრიმინალთან ბრძოლას შეეწირა (თუნდაც ერთის მაინც), განსხვავებით იმ ადამიანების სახელების და გვარებისგან, რომლებსაც წულუკიანმა და ამ ხელისუფლებამ მონუმენტი დაუდგა? რა შეიძლება ეწოდოს ადამიანების უბედურების გამოყენებით და ცოცხებით მოსულ ხელისუფლებას? ან სად არის აქამდე იმ ვიდეო რგოლებზე გამოძიება, რომელი ვიდეოებიც არჩევნებამდე 11 დღით ადრე გამოაგდეს? რა სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ . . . P.შ. და ამ ყველაფრის მერე, ვინმეს გიკვირთ, რომ წულუკიანის და კბილაშვილის პროკურატურა დღეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აიძულებს არაერთ ადამიანს მიაცემინოს ის ჩვენება, რაც რეალურად არ ყოფილა და რისი სხვა სახის არც სამხილი და არც არანაირი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს და ვერც იქნება მოპოვებული? და ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ ,,გააპრავოს"" მთელი ის პიარკამპანია, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში ეწეოდა? აი წულუკიანის მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში . . ."- ნათქვამია თეა თუთბერიძის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42