ავსტრალიის ხელისუფლება ჰოლივუდის მსახიობს, ჯონი დეპს 10-წლიანი პატიმრობით ემუქრება. მსახიობს ქვეყანაში ძაღლების უკანონო გზით შეყვანასა და კარანტინთან დაკავშირებული კანონების დარღვევაში ადანაშულებენ.
საქმე იმაშა, რომ ჯონი დეპი “კარიბის ზღვის მეკობრეების” ახალი ნაწილის გადაღებებზე ავსტრალიაში თავის საყვარელ ძაღლებთან, იორკშირ-ტერიერებთან - ბუდა პისტოლთან ერთად პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა. როგორც ცნობილი გახდა, მსახიობს ცხოველების ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა. ავსტრალიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ უახლოეს ვადებში ძაღლებს ავტრალიიდან არ გაიყვანდენ, მათი დაძინება მოუწევდათ. ცხოველების გადასარჩენად, მსახიობმა ისინი ლოს-ანჯელესში გაამგზავრა, თავად კი გადაღება განაგრძო. თუმცა ძაღლების სკანდალი ამით არ დასრულებულა.
როგორც The Sydney Morning Herald-ი იტყობინება, ავსტრალიის მთავრობის განცადებით, ჯონი დეპმა დანაშაული ჩაიდინა. პირველი, ძაღლების დეკლარაციაში არ შეიტანა და მეორე არანაირი ვეტერინარული დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, მსახიობს 270 ათასი დოლარის გადახდა ან 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სასჯელის შესაბამისი ვარიანტები ქვეყნის სენატში განიხილეს.
გარდა ამისა, ორწლიანი პატიმრობა მსახიობის პილოტსაც ემუქრება, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ჯონი დეპს ქვეყანაში ცხოველების შეყვანაში დაეხმარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი დეპმა და მისმა მეუღლემ ავსტრალია უკვე დატოვეს.
გადამღები ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, დეპის გამგზავრება სენატის განცხადებას არ უკავშირდება და მსახიობი ქალიშვილის, ლილი-როუზის დაბადების დღისთვის გაემგზავრა.
თავად ჯონი დეპს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






