დაკითხვა დღეს შვეიცარიის პროკურატურაში გაიმართება.
„ფიფას“ 7 ოფიციალური პირები შვეიცარიის პოლიციამ გუშინ, ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგრედო. ასევე კოსტა რიკას ფეხბურთოს ფედერაციის ხელმძღვანელი, ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოსე მარია მარინი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 1990-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. გამოძიება 2018-2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების ადგილების არჩევის საკითხითაც დაინტერესდა. შეგახსენებთ, ჩემპიონატების ჩატარების ადგილად რუსეთი და ყატარი შეირჩა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, დაკავებულების ექსტრადირება აშშ-ში მოხდება.
29 მაისს ციურიხში „ფიფას“ ყოველწლიური შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს.
აღნიშნულ ფაქტს რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ-ს ზეპ ბლატერის ფიფა-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა არ სურს და ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნებია ჩაშლას ცდილობს. მისივე თქმით, ფიფა-ს ხელმძღვანელი პირების დაკავება ამერიკული მხარის მოთხოვნით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






