მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესი სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო
სამართალი - 12:14, 28 May, 2015     1512
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

ეს გადაწყვეტილება სასამართომ სახალხო დამცველის უჩა ნანაუაშვილისა და მოქალაქე მიხეილ შარაშიძის სარჩელის განხილვის შემდეგ გამოიტანა. უჩა ნანუაშვილი კანონის ამ ნორმას ჯერ კიდევ მაშინ ასაჩივრებდა, ვიდრე ის სახალხო დამცველი გახდებოდა, მასთან ერთად საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე მიხეილ შარაშიძე უჩიოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამომრჩეველთა თანაბარი მონაწილეობა საარჩევნო კოდექსში ისე, რომ დაცული იყოს ხმათა თანაბრობის პრინციპი და კონკრეტულმა კანონმა არ უგულვებელყოს ამომრჩეველთა გავლენა საარჩევნო პროცესზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. კერძოდ, საარჩევნო ოლქებში არ იყო რეგისტრირებული თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თანაბარი გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე.

მაგალითად, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 128 545 ამომრჩეველი ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს, იმ დროს, როდესაც, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მხოლოდ 5 810 ამომრჩეველი. ამდენად, ყაზბეგის ამომრჩევლის ხმა 22-ჯერ უფრო წონადი იყო, ვიდრე საბურთალოს საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის ხმა, რაც აშკარად მეტყველებდა სისტემის დისკრიმინაციულობაზე. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთათვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, - საარჩევნო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საყოველთაო საარჩევნო უფლების მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ იგი, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემის მოდელის ჩამოყალიბებას, თუმცა აუცილებელია, არსებულმა საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ხალხის ნების თავისუფალი და თანასწორი ასახვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირების პროცესში. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას, წარმოიშობა ფაქტობრივი სირთულეები და, შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს აბსოლუტურად იდენტური „წონა“ ჰქონდეს. თუმცა, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეული რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოიტანოს ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტები, ასევე, საარჩევნო ოლქების მუნიციპალურ ერთეულებზე მიბმა, შესაძლოა საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირების საფრთხის პრევენციასაც ისახავდეს მიზნად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს იმგვარი უთანასწორობა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა ზომაზე მეტად შემცირდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმების მიღებით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დაუკავშირა მუნიციპალიტეტებს, ისე, რომ არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა. საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული იყო ამომრჩეველთა მკვეთრად განსხვავებული რაოდენობა. შესაბამისად, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობდა“ ვიდრე - მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (საყოველთაო საარჩევნო უფლება) მიმართებით.


წყარო "ნეტგაზეთი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42