ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, ჟირინოვსკის მსგავსი პოლიტიკოსების ადგილი ზოოპარკშია.
ამის შესახებ ლინკევიჩიუსმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. ჟირინოვსკიმ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ რუსეთმა ლიტვისგან ვილნიუსი და კლაიპედა უნდა დაიბრუნოს.
„ამ ცარიელ დისკუსიაში არ უნდა ჩავერთოთ. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი ზოოპარკშია. მსგავსი დისკუსიების აზრს ვერ ვხდები“ - განაცხადა ლიტვის პირველმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადება შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმაში ჩაითვალოს.
ლინკევიჩიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის სექტმბრიდან ჟირინოვსკი ევროაკშირის „შავ სიაში“ მოხვდა, შესაბამისად გაერთიანების ქვეყნებში შესვლა აკრძალული აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






