ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი პარტნიორი ქვეყნების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სტაბილურობაზე იზრუნებს.
„ეს ქვეყნები ბუფერული ზონა არ არის - ისინი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატოს პოზიცია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
"იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდება გაწევრიანება, იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია, რაც არაერთხელ უკვე ითქვა", - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა რუსეთი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებების გამო გააკრიტიკა.
ალიანსის გენმდივნის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთმა თავისი სარაკეტო გეგმები განახორციელა, ევროპაში უსაფრთხოების ბალანსი შეიცვლება.
სტოლტენბერგის თქმით, ბოლო დროს რუსეთის მიერ მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება შემაშფოთებელია.
მასალის გამოყენების პირობები






