ხვალ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფი მერიასთან აქციას გამართავს
საზოგადოება - 21:35, 27 May, 2015     1874

28 მაისს, ხუთშაბათს, 13.30 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატიული მერიის“ საინიციატივო ჯგუფი არალეგალიზებულ ბინათმოსარგებლეებთან, იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულ და ე.წ. „ატსტუპნიკ“ თბილისელებთან ერთად ქალაქის მერიასთან მართავს საპროტესტო აქციას (შარტავას ქ. 7).

„ალტერნატიული მერია“ აპროტესტებს თბილისის მერიის უმოქმედობას ქალაქში ბინათსარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე და მერიისაგან მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებთან ერთობლივი ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებს ამ კატეგორიის თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე.

აქციაზე არალეგალიზებული ბინათმოსარგებლეების 65 ოჯახი, რომლებიც უკვე 13 წელია ცხოვრობს ე.წ. „მეტრომშენის“ ბინებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოითხოვს, რომ მერიამ შეწყვიტოს სასამართლო დავა მათ მიმართ გამოსახლების მოთხოვნით და დაუკანონდეთ არსებული საცხოვრებელი ფართები.

ამასთან იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულები და ე.წ. „ატსტუპნიკები“ქ.თბილისის მერისაგან მოითხოვენ პასუხს უშუალოდ ბატონი ნარმანიას ერთი თვისწინანდელ დაპირებაზე, რომ ის აღძრავდა შუამდგომლობას ქვეყნის ხელისუფლებასთან მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

„ალტერნატიული მერია“ წარმოადგენს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელშიც გაერთიანებულნი არიან თბილისელი მოქალაქეები, ასევე თბილისის პრობლემატიკით დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები. „ალტერნატიული მერიის“ მიზანია დაინტერესებულ პირებთან და ინტერესთა ჯგუფებთან ერთად ქალაქის პრობლემებზე ფართო საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეთავაზების გზით ეფექტური საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება თბილისის მერიის საქმიანობაზე.

საკონტაქტო პირები: ალექსანდრე ამზაშვილი 551 39 66 04

ზურაბ ხარატიშვილი 577 99 88 58





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42