კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა 25 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო-სარკინიგზოს“ ტერიტორიაზეც. ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა რუსეთის მოქალაქე გ.ლ-მ სცადა. მას ხელბარგში ფსიქოტროპული ნივთიერების (პრეგაბალინი) შემცველი მედიკამენტი, 28 კაფსულა ლირიკა (LIRICA)აღმოაჩნდა.
კიდევ ერთი ფაქტი 24 მაისს სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.კ-ს კუთვნილი ავტომანქანის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საბარგულში მოთავსებულ ფეხსაცმელში, ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი) შემცველობის მედიკამენტი, 5 აბიფოვერდოლი (POVER DOL)იქნა აღმოჩენილი.
23 მაისს სგპ „ბათუმის აეროპორტში“ რეისით სტამბული-ბათუმის მიმართულებით მომავალი მგზავრის, საქართველოს მოქალაქის ს.ა-ს ხელბარგში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების (codeine phosphate hemihydrate 30mg;paracetamol 500mg) შემცველი პრეპარატი, 25 აბი სოლფადოლი (Solpadol) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოსა, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები






