მოლდოვის ტელე-რადიო მაუწყებლობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოლდოვაში რუსული არხის „რასია 24-ის“ მაუწყებლობა გარკვეული დროით შეწყდება.
საბჭოს ანგარიშის თანახმად, რუსულმა ტელეარხმა დაარღვია მოლდოვის ტელერადიო მაუწყებლობის კოდექსი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოლდოვის კონსტიტუცია. საბჭოს წევრები „რასია 24-ზე“ დაკვირვებას ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ.
კერძოდ, ანგარიში გადაცემა „ორ ცეცხლს შუაში“ გასულ რეპორტაჟს ეხება, რომელიც დნესტრისპირეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ეძღვნებოდა. საბჭოს წევრების განცხადებით, რეპორტაჟი მოლდოვის რესპუბლიკის ცუდად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. საკოორდინაციო საბჭომ ასევე დაგმო მოლდოვის ერთ-ერთი რეგიონში, გაგაუზიაში ჩატარებული არჩევნების არაობიექტურად გაშუქების ფაქტი. ანგარიშის მიხედვით, "რასია 24"-მა არჩევნების ფავორიტად ის კანდიდატი დაასახელა, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს.
მასალის გამოყენების პირობები






