ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული ათი პირიდან ორი გაათავისუფლეს
სამართალი - 15:29, 27 May, 2015     3461
ქურდულ სამყაროსთან კავშირის, ნარკოდანაშაულისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული 10 პირის მიმართ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა. მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, ათი პირიდან ორის, ავაზი უბილავასა და დავით ქუხილავას მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი დადგა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, გიორგი რატიანს კი მოეხსნა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდება და 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა იარაღის უკანონო შენახვისთვის. როგორც ადვოკატები აცხადებენ, დანარჩენი შვიდი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ და ისინი პატიმრობაში დატოვა. მათ 5 და 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს დღეს პატიმრობა მისჯილების ახლობლებმა. მათი განცხადებით, მოსამართლემ „პოლიციელების ცრუ ბრალდებების“ საფუძვეზე უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. საპირისპიროს აცხადებენ ადვოკატები, მათ ჟურნალისტებს უთხრეს რომ სასამართლო მიუკერძოებელი და ობიექტური იყო. აღნიშნული პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უკვე 8 თვეა განიხილება.

10 სექტემბერს დაკავებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია არერთხელ გამართეს ზუგდიდში. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესზე პროკურატურას „ცრუ მოწმეები“ ჰყავს წარმოფგენილი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).


წყარო www.livepress.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42